„ლეიბორისტები“ დევნილებისთვის გადაუდებელი ოპერაციების უფასოდ ჩატარებას მოითხოვენ
„ლეიბორისტები“ დევნილებისთვის გადაუდებელი ოპერაციების უფასოდ ჩატარებას მოითხოვენ
14:14 18.04.2012
„ლეიბორისტული პარტია“ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი ოპერაციების უფასოდ ჩატარებასა და უფასო მკურნალობას მოითხოვს.  
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პირებს საშუალება აქვთ სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარონ გადაუდებელი მკურნალობა და ოპერაციები, დევნილებს კი - ამის საშუალება არ ეძლევათ.
ძაგანიას განცხადებით, დევნილების უმრავლესობა უსახლკაროდ და უმუშევრადაა დარჩენილი და მათ მედიკამენტის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ.
„მოვუწოდებთ სააკაშვილს, რომლისთვისაც ლტოლვილები მხოლოდ საარჩევნო სტატისტიკური მასაა, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოდევნილი მოქალაქეებისათვის უფასო გახადოს გადაუდებელი ოპერაციები და მკურნალობა“- განაცახადა ძაგანიამ.

ბეჭდვა