საქართველოში უკრაინული პარტია „უდარის“ წარმომადგენლები ჩამოდიან
საქართველოში უკრაინული პარტია „უდარის“ წარმომადგენლები ჩამოდიან
13:43 18.04.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მოწვევით საქართველოში უკრაინული პარტია „უდარის“ წევრები და მისი ლიდერი ვიტალი კლიჩკო ჩამოდიან.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტაინ-დემოკრატებიდან“ აცნობეს, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლები „უდარის“ დელეგაციას დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან. ამის შემდეგ კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ და „უდარის“ დელეგაციის შეხვედრა გაიმართება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკურ პარტიასთან და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა ქართველი „ქრისტიან-დემოკრატების“ საქმიანობა გავაცნოთ უკრაინელ მეგობრებს“ - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.
უკრაინელები ხვალ საქართველოს პარლამენტს ესტუმრებიან, სადაც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდებიან.

ბეჭდვა