ანქვაბზე თავდასხმაში ორმა ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
ანქვაბზე თავდასხმაში ორმა ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
13:05 18.04.2012
დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ალესანდრე ანქვაბზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტში 6 ეჭვმიტანილიდან ორმა თავი მოიკლა.
ეჭვმიტანილმა თემურ ხუტაბამ სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩამოიხრჩო თავი. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურაზე დაყრდნობით.
ამ შემთხვევის გარდა, გუშინ, სპეც-ოპერაციისას სიცოცხლე ასევე სუიციდით დაასრულა თავდასხმის ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალმასბეი კჩაჩმა.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი 12 აპრილს დააკავეს.
დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა 22 თებერვალს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ანქვაბზე თავდასხმის ეს მეხუთე შემთხვევაა.

ბეჭდვა