„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე რიგაში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან დემოკრატებიდან“ აცნობეს, რუხაძემ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა განსაკუთრებული ყურადღება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე და ამ პროცესში ევროკავშირის როლზე გაამახვილა.
საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემაც სოციალური საბაზრო ეკონომიკაა, რიგაში „ლატვიელი ქრისიტიან–დემოკრატების“, „კონრად ადენაუერის ფონდისა“ და „ევროპის ქრისტიან–პოლიტიკური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება.
ღონისძიებას აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 20-ზე მეტი ქრისიტან–დემოკრატიული და მემარჯვენე პარტიის ლიდერი ესწრება.
დაგეგმილია შეხვედრები "ლატვიელი ქრისტიან–დემოკრატების" ლიდერთან, "ევროპის ქრისიტიან–პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარესთან და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქრისტიან დემოკრატიული პარტიების სხვა ლიდერებთანაც, რის შემდეგაც „ქრისტიან დემოკრატების“ საერთაშორისო მდივანი ვიზიტს ჰოლანდიის დედაქალაქში, „ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ მიწვევით გააგრძელებს.
