საქართველოს პარლამენტში სამი ქვეყნის - მაკედონიის, ბოსნია-ჰერცოგოვინას და ალბანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფები იქმნება.
მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ვიცე–სპიკერი გიგი წერეთელი, ბოსნია-ჰერცოგოვინას პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ქავთარაძე, ხოლო ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი უხელმძღვანელებენ.
პარლამენტი მეგობრობის ჯგუფებს მომავალ კვირას, პლენარულ სესიაზე დაამტკიცებს.
