პარტიებს გარკვეული სანქციები აღარ დაუწესდებათ
პარტიებს გარკვეული სანქციები აღარ დაუწესდებათ
17:41 17.04.2012
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, პარტიებს გარკვეული სანქციები აღარ დაუწესდებათ.
კანონპროექტის მიხედვით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" კანონის 28-ე მუხლი, რომელიც რიგ შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსების მოხსნას ითვალისწინებდა, საერთოდ უქმდება. კერძოდ, თუ პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში 2 000-დან 15 000 ლარამდე იყო, პარტიას სახელმწიფო დაფინანსება 1 წლის განმავლობაში ეხსნებოდა, 15 000-დან 50 000 ლარამდე დარღვევის შემთხვევაში - 2 წლის განმავლობაში, 50 000 ლარზე მეტი დარღვევის შემთხვევაში კი, 4 წლის განმავლობაში. პროექტის თანახმად, ეს სანქციები აღარ იარსებებს.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენა მომავალი სასესიო კვირისთვის გადაიდო.

ბეჭდვა