დიმიტრი ლორთქიფანიძეს კანონპროექტი მოსამზადებლად უკან დაუბრუნდა
დიმიტრი ლორთქიფანიძეს კანონპროექტი მოსამზადებლად უკან დაუბრუნდა
17:29 17.04.2012
"უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინიციატორს დიმიტრი ლორთქიფანიძეს უკან დაუბრუნდა.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოქალაქის უმუშევრად ცნობის წესსა და პირობებს, ასევე უმუშევარ მოქალაქეთა პროფესიულ მომზადება–გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო ტაბატაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტს ფინანსური გაანგარიშება და დასაბუთება არ ახლავს.
ამდენად, ბიუროს სხდომამ გადაწყვიტა, რომ "უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ" კანონპროექტი სათანადოდ მოსამზადებლად ავტორს დაუბრუნდეს.

ბეჭდვა