პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ივნისის პოლოსთვის საქართველოში სიტუაციის გარდატეხა მოხდება. ამის შესახებ მან კოალიციის საჩხერის
რაიონული ოფისის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, რამდენიმე დღეში კოალიციის ოფისები ყველა რეგიონში გაიხსნება.
"პროცესები ნელ-ნელა, რამდენიმე დღეში დაიწყება. შევძლებთ ხალხი მოძალადე ხელისუფლების შიშისგან გამოვიყვანოთ. გპირდებით, რომ ივნისის ბოლოს სიტუაცია იქნება გარდატეხილი. ოქტომბერში კი, მშიშარა სააკაშვილს გავისტუმრებთ" - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ივანიშვილის განმარტებით, ოქტომბერში ოცნების მხოლოდ პატარა ნაწილი ასრულდება, ბევრი რამ კი, შემდეგ იქნება გასაკეთებელი.
ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მისი მოსვლიდან უახლოეს პერიოდში სამართლიანობის აღდგენის, კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნის, მედიისა და ბიზნესის გათავისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების გაძლიერების პროცესი დაიწყება.
