მთავრობამ "ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ" კანონპროექტი მოამზადა
მთავრობამ "ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ" კანონპროექტი მოამზადა
17:00 17.04.2012
საქართველოს მთავრობამ "ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა.
პროექტის ინიცირება დღეს უმაღლესი საკანონმდებლო  ორგანოს ბიუროს სხდომაზე მოხდა.
ახალი კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიაზე ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მათი დაცვის გარანტიებს განსაზღვრავს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ცვლილება საგადასახადო კოდექსშიც შევა.

ბეჭდვა