"ქრისტიან დემოკრატიული" მოძრაობა პარლამენტში საკონსტუტუციო ცვლილებების პროექტს წარადგენს
"ქრისტიან დემოკრატიული" მოძრაობა პარლამენტში საკონსტუტუციო ცვლილებების პროექტს წარადგენს
15:41 17.04.2012
"ქრისტიან დემოკრატიული" მოძრაობა პატრიარქის ეპისტოლეს ეხმაურება და საკონსტუტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული განცხადება "ქრისტიან დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა.

თარგამაძის თქმით, "ქრისტიან დემოკრატიულ" მოძრაობას მომზადებული აქვს საკანომდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელსაც მომავალ კვირას პარლამენტს წარუდგენს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ზნეობრივი ნორმებისა და ოჯახის პატივისცემას.

პარტიის ლიდერის განცხადებით, პატრიარქის ეპისტოლეში ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას გაესვა ხაზი, მათ შორის, ანაზღაურების დაბალ დონეს, ეროვნული წარმოების მცირე წილს, კაბალურ კომუნალურ გადასახადებს, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობას, სადეკრეტო შვებულებას, საპატიმროების გადატვირთულობას, კანონის სიმკაცრეს.

თარგამაძის თქმით, უმთავრესი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ზნეობრიობა და ცხოვრების წესია.

ბეჭდვა