გრიგოლ ვაშაძემ და კნუტ ვოლებეკმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს
გრიგოლ ვაშაძემ და კნუტ ვოლებეკმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს
14:25 17.04.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ნორვეგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციათა არ დაშვების პირობებში ეს პრობლემა უფრო და უფრო საგანგაშო ხასიათს იღებს.
საუბარი შეეხო ქართულ მხარესა და ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხსაც. ვაშაძემ უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების დაცვის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ბეჭდვა