დავით უსუფაშვილი დასავლელ პარტნიორებს საქართველოში არსებულ ვითარებას გააცნობს
დავით უსუფაშვილი დასავლელ პარტნიორებს საქართველოში არსებულ ვითარებას გააცნობს
13:23 17.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, უსუფაშვილი  ბრიუსელსა და სტრასბურგში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" სახელით, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლებს შეხვდება.
"შეხვედრებზე ჩვენი სათქმელი მარტივი და მკაფიო იქნება. დავაფიქსირებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა სამართლიანი არჩევნების გზით გვინდა. კოალიცია "ქართული ოცნება", როგორც ევროსტრუქტურების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის უკეთესი პარტნიორი გახდება" - განაცხადა გამგზავრებამდე უსუფაშვილმა.
ბრიუსელსა და სტრასბურგში უსუფაშვილის ვიზიტი 20 აპრილს დასრულდება.

ბეჭდვა