პარტიებისთვის რომელთა წლიური ბრუნვა 1000 ლარს არ აღემატება, შეღავათი წესდება
პარტიებისთვის რომელთა წლიური ბრუნვა 1000 ლარს არ აღემატება, შეღავათი წესდება
13:21 17.04.2012
პარტიები რომელთა წლიური ბრუნვა 1000 ლარს არ აღემატება, შეღავათებით ისარგებლებენ. ეს ცვლილება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში შედის.
მოქმედი კანონით, პარტია ვალდებულია ყოველი წლის 1 თებერვლამდე საქართველოს კონტროლის პალატას გაუგზავნოს გასული წლის საფინანსო დეკლარაცია აუდიტური ფირმის დასკვნასთან ერთად.
ახალი კანონპროექტით კი, შეღავათი წესდება იმ პარტიებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვა 1000 ლარს არ აღემატება. კერძოდ, ასეთ პარტიებს შეეძლებათ კონტროლის პალატას დეკლარაცია აუდიტორული დასკვნის გარეშე წარუდგინონ.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

ბეჭდვა