ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში "ქართული ოცნების" ოფისი გახსნა
ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში "ქართული ოცნების" ოფისი გახსნა
13:14 17.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში კოალიციის რაიონული ოფისი დღეს პირადად გახსნა.
კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას კოალიციის ლიდერები ირაკლი ალასანია, ზვიად ძიძიგური და დავით ბერძენიშვილი ესწრებოდნენ.
ივანიშვილი საჩხერეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ოჯახის წევრებთან ერთად ჩავიდა. ის სააღდგომო ლიტურგიას ადგილობრივ ეკლესიაში დაესწრო.

ბეჭდვა