ნიკა გილაური ბრაზილიაში სამიტზე სიტყვით გამოვა
ნიკა გილაური ბრაზილიაში სამიტზე სიტყვით გამოვა
13:09 17.04.2012
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით დღეს საღამოს, ბრაზილიაში - "პარტნიორობა ღია მმართველობისთვის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გახსნის.
გილაური სამიტზე სიტყვით გამოვა და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას.
"ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი მაგალითის მიცემა შეგვიძლია. საქართველოა სწორედ ის ქვეყანა, სადაც განხორციელდა რეფორმები, რომელმაც შესაბამისი შედეგი გამოიღო. საუბარია კორუფციასთან ბრძოლაზე, ბიუროკრატიის შემცირებასა და პოლიციის რეფორმაზე" - განაცხადა სამიტამდე გილაურმა.
სამიტზე მსჯელობა გაიმართება კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის, მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, გამარტივებული ადმინისტრირებისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, გილაურმა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საქართველოსა და ბრაზილიის სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

ბეჭდვა