აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი, შესაძლოა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების
შეხვედრების ფარგლებში დაზუსტდეს.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პარტნიორობის ფარგლებში დემოკრატიის თანამშრომლობისა და განვითარების ჯგუფის სამუშაო შეხვედრები ვაშინგტონში იმართება. შეხვედრებს ქართული მხრიდან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
მანჯგალაძის თქმით, შეხვედრის დღის წესრიგშია საქართველოში დემოკრატიის კუთხით გატარებული რეფორმების შეფასება. მისივე თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა შეჯერდება.
