დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაპუნა დავითაია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის,
საფრანგეთის, საბერძნეთის და იტალიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდება. შეხვედრას საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელებიც დაესწრებიან. ინფორმაციას დიასპორის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანი დიასპორისა და მიგრაციის კუთხით დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს აპარატის საქმიანობას გააცნობს. საუბარი შეეხება ასევე 2012 წლის პრიორიტეტებსა და აპარატის სამომავლო გეგმებს.
სახელმწიფო მინისტრისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების შეხვედრა ხვალ, 15 თებერვალს საქართველოს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზშია დაგეგმილი.
