აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვაშინგტონში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, ხოლო ამერიკის მხრიდან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი, ასევე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ერიკ რუბინი და ტომ მელია უძღვებოდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე იმსჯელეს. საუბარი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებსა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესსაც შეეხო.
სამუშაო ჯგუფმა "ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის საკითხიც განიხილა.
