კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით დღეს დილით გაემგზავრა.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხიდაშელი მიმდინარე კვირის განმავლობაში აშშ-ს კონგრესის წევრებს და სენატორებს შეხვდება.
დაგეგმილია ხიდაშელის შეხვედრები თეთრს სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ხიდაშელი შეხვედრებზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრებს.
