პარლამენტის თავმჯდომარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებას დაესწრება
პარლამენტის თავმჯდომარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებას დაესწრება
10:42 17.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაზე დღეს მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებას დაესწრება.
მშენებლობის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მახათას მთაზე პარაკლისს გადაიხდის.
ტაძრის საძირკველში მსოფლიოს სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან და საქართველოს ეპარქიებიდან ჩამობრძანებულ სიწმინდეებს ჩააბრძანებენ. ასევე, მოსახლეობა მთაზე ქვებს მიიტანს, რომლებზეც, ლოცვასთან ერთად მათი ოჯახის წევრებისა და მათთვის ძვირფასი ადამიანების სახელები იქნება დატანილი. ქვებს ტაძრის საძირკველში ჩააბრძანებენ.


ბეჭდვა