კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს საჩხერეში კოალიციის რაიონული ოფისის პრეზენტაციასა დაესწრება და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდება.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილი საჩხერეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ოჯახის წევრებთან ერთად ჩავიდა. ის სააღდგომო ლიტურგიას ადგილობრივ ეკლესიაში დაესწრო.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით კოალიციის რაიონულ და რეგიონულ ოფისებს ინტენსიურად ხსნიან.
