დავით ბაქრაძე დევნილ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს
დავით ბაქრაძე დევნილ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს
11:43 14.04.2012
15 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ბავშვებს უმასპინძლებს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან  დაკავშირებით, დავით ბაქრაძე მზრუნველობამოკლებულ, უნარშეზღუდულ და დევნილი ბავშვებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლი. საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ბავშვებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ.



ბეჭდვა