ლაშა თორდია - დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათები მხოლოდ გამრიცხველიანების შემდეგ მოეხსნათ
ლაშა თორდია - დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათები მხოლოდ გამრიცხველიანების შემდეგ მოეხსნათ
17:05 14.02.2012
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას განცხადებით,  დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათები მხოლოდ გამრიცხველიანების შემდეგ მოეხსნათ.
აღნიშნული განცხადება ლაშა თორდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,ქრისტიან-დემოკრატების საპასუხოდ გააკეთა. ქრისტიან–დემოკრატები იმ ფაქტს აპროტესტებდნენ, რომ დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათები მოუხსნეს.
თორდიას განმარტებით, მას შემდეგ რაც დევნილებს სახელმწიფომ კერძო საკუთრებაში სახლები გადასცა და ამ სახლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა - რესურსების გადათვლა მოხდა.
,,ამ ადამიანებს, პირდაპირ გადაეცემათ ეს თანხები. 22 ლარიანი შემწეობა 28 ლარი გახდა, ანუ იმდენი რაც კერძო სექტორში მყოფ დევნილებს აქამდე ჰქონდათ" – აღნიშნა თორდიამ. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასობით ათას დევნილს ნორმალური საცხოვრებელი პირობები და სამუშაო ადგილები ჰქონდეს.

ბეჭდვა