მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს
10:08 14.04.2012
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორს თანამდებობაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, სესხის აღება, საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, ასევე საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტის განსაზღვრა.

მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულება უკვე დაამტკიცა. დებულების მიხედვით, სასახლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, შეაჩეროს ან გააუქმოს სასახლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.


ბეჭდვა