საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის გუმბათის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
პრეზიდენტი ქუთაისში ოზურგეთიდან გაემგზავრა.
მიხეილ სააკაშვილი მეუფე კალისტრატეს გაესაუბრა და იქ დასაქმებულ ადამიანებსაც შეხვდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა თაობათა ვალია. უპირველესად კი, ეს ხელისუფლების მოვალეობაა.
ბაგრატის ტაძრის აღდგენის კონცეფციის შემუშავებაზე "იუნესკოს" ექსპერტები მუშაობდნენ.
სამუშაოების პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება. სრულად აღდგენილი ტაძარი კი, შემოდგომაზე გაიხსნება.
