პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისები დღეს გლდანსა და კრწანისში გაიხსნა.
გლდანის ოფისს თემურ გოცირიძე, ხოლო კრწანისის ოფისს ნანა მაისურაძე უხემძღვანელებს.
ოფისების პრეზენტაციას გლდანში კოალიციის წევრები კობა დავითაშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი და გია ცაგარეიშვილი ესწრებოდნენ.
კრწანისში კი, კოალიციის წევრები თამაზ ავდალიანი, ვიქტორ დოლიძე და ბიძინა გუჯაბიძე იმყოფებოდნენ.
მათ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართეს.
