პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი, თემურ შაშიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით,
რომ საარჩევნოდ, ნაციონალური მოძრაობისა და ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გარდა კიდევ მესამე ცენტრი ყალიბდება - კატეგორიულად უარყოფს.
" რამდენიმე წლის წინ რადგან ხელისუფლებაში ეს მახინჯი პოლიტიკური ძალა მოვიდა, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ პოლიტიკოსებს განზე გაგვეწია და ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაზე გვეფიქრა. ქალბატონმა ნინომაც განაცხადა, რომ სასურველია ერთიანი ფრონტი შეიქმნას, აქედან გამომდინარე არავითარ მესამე ძალაზე საუბარი არ არის", - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა "ნიუსპრესთან" საუბრისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი უბედურება ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლებაა.
