ივანიშვილი აღდგომას საჩხერეში ხვდება
ივანიშვილი აღდგომას საჩხერეში ხვდება
14:25 13.04.2012
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდება და ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას ადგილობრივ ეკლესიაში დაესწრება.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, იგი უკვე საჩხრეში იმყოფება.
ივანიშვილი 17 აპრილს საჩხერეში კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონული ოფისის პრეზენტაციასაც დაესწრება.

ბეჭდვა