საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების პროცესს თორნიკე გორდაძე უხელმძღვანელებს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების პროცესს თორნიკე გორდაძე უხელმძღვანელებს
12:34 13.04.2012
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკებას საქართველოს  დელეგაცია წარმართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე უხელმძღვანელებს.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კინწურაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ყარაულაშვილი და პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველები - თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა.

პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია.


ბეჭდვა