ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს
ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს
12:21 13.04.2012
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" დე ფაქტო რესპუბლიკის  პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ყველა დაკავებული აფხაზეთის ე.წ მოქალაქეა.
თავდასხმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბეზე 22 თებერვალს განხორციელდა. ანქვაბზე თავდასხმის ეს უკვე მე-5 შემთხვევა იყო.

ბეჭდვა