საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოები ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან.
საბჭოს შექმნის მიზანია კანონპროექტებზე ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება შევა, რომლის საშუალებით საკოორდინაციო საბჭოში წევრების რაოდენობა განისაზღვრება.
საკოორდინაციო საბჭოში შევა პარლამენტის თავმჯდომარისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ხელმძღვანელთა მიერ დანიშნული სამ-სამი წევრი.
საკოორდინაციო საბჭოს პარლამენტის სპიკერი ან მისი დავალებით, ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს.
