ტუღუში ფსიქოტროპული პრეპარატების უკონტროლო დარიგებაზე მიუთითებს
ტუღუში ფსიქოტროპული პრეპარატების უკონტროლო დარიგებაზე მიუთითებს
19:02 12.04.2012
სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფსიქოტროპული პრეპარატების უკონტროლო დარიგებაზე მიუთითებს.
ამის შესახებ ტუღუშმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
სახალხო დამცველს უმრავლესობის წევრმა კობა ხაბაზმა შეკითხვით მიმართა და საპატიმროებში ნარკოტიკების ბრუნვის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდა. ხაბაზს სახალხო დამცველმა განუმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრობლემა მოგვარებულია, ზოგ დაწესებულებაში ეს პრობლემა 100 პროცენტით გადაწყვეტილია.
ამასთან, სახალხო დამცველმა მეორე პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებებში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ფსიქოტროპული პრეპარატების დარიგებას უკავშირდება.
"ამაზე გვმართებს დაფიქრება. ფაქტიურად უკანონოდ ხდება სხვადასხვა პრეპარატების დარიგება დაწესებულებებში და ეს მუდმივად არ კონტროლდება სამედიცინო პერსონალის მიერ" – აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.



ბეჭდვა