სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციით მიმართავს
სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციით მიმართავს
18:13 12.04.2012
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გამოხატვის თავისუფლების უფლების შელახვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს  რეკომენდაციით მიმართავს.
ეს განცხადება ტუღუშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ურჩევს, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს სამართალდარღვევის დიფერენცირებაზე და დაშლის ტექნიკაზე ტრენინგები ჩაუტაროს, რათა შეკრებისა და მანიფესტაციების დროს კონსტიტუციით აღიარებული გამოხატვის უფლება არ შეილახოს.
სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების საკითხზე.

ბეჭდვა