ლევან ვეფხვაძე შსს-ს დეპოლიტიზებას მოითხოვს
ლევან ვეფხვაძე შსს-ს დეპოლიტიზებას მოითხოვს
18:09 12.04.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე შსს-ს "ენკავედეს" უწოდებს და მის დეპოლიტიზებას  მოითხოვს. ეს განცხადება ვეფხვაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ გააკეთა.
"დროა შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყოს და ცალ-ცალკე ჩამოყალიბდეს - სპეცსამსახურები, უშიშროება და პოლიცია" - განაცხადა ვეფხვაძემ.
მან სხდომაზე რიტორიკული შეკითხვა დასვა - რამდენად აქვს უფლება ხათუნა კალმახელიძეს სახალხო დამცველის მძიმე დასკვნის მოსმენის შემდეგ მინისტრად იწოდებოდეს?
ომბუდსმენის 650 გვერდიან ანგარიშში ყველაზე დიდი ადგილი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას და პრობლემებს ეხება.

ბეჭდვა