გოგა ხაჩიძის განცხადებით, ლაზიკის მშენებლობით ეკოლოგიური თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ იქმნება
გოგა ხაჩიძის განცხადებით, ლაზიკის მშენებლობით ეკოლოგიური თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ იქმნება
17:08 12.04.2012
გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, ლაზიკის მშენებლობით საქართველოს ეკოლოგიური თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
როგორც დღეს მან მთავრობის კანცელარიაში განმარტა, ნებისმიერი სახის მშენებლობა გარემოს გარკვეულ ზიანს აყენებს და უბრანიზაცია იცვლება, თუმცა, ყველა დეტალის გონივრულად გათვლის შემთხვევაში, ქალაქის მშენებლობა არც ქვეყნის და არც რეგიონის მასშტაბით არანაირ ზიანს არ მოიტანს.
ეკოლოგების მოსაზრებას იმის თაობაზე რომ ჭაობიან ადგილზე მშენებელობის გამო, შესაძლოა, ჩაიძიროს, ხაჩიძე გაუგებარს უწოდებს.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოსა და კონკრეტულად კოლხეთში ტენიანი ნიადაგის პრობლემა მართლაცაა, თუმცა, ამასთანავე, არსებობს ტექნიკური საშუალებები, რათა მშენებლობა ნორმალურად წარიმართოს.

ბეჭდვა