საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის სოზარ სუბარის საუბარს ფანტაზიას უწოდებს.
აღნიშნული კომენტარი დეპუტატმა სოზარ სუბარის განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელიც შვეიცარიაში მყოფ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შეხვდა. სუბარის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა ხელისუფლებიდან მოდიოდა.
"ფანტაზიების შესახებ საუბარი და დასკვნების გაკეთება რთულია. ორივე მათგანი სიცრუითა და სიყალბის შეთხზვითაა დაკავებული, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ. არავინ არავის ლიკვიდაციას არ გეგმავს. ჩვენი წარმატებებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კობა ხაბაზმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა არც ერთ ჭკუათმყოფელს აზრად არ მოუვა.
"ვშიშობ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ისეთი ნაბიჯი არ გადადგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდება და თავის მართლება მოგვიხდება. გარკვეულწილად, ეს რუსეთის მხრიდან შეგნებულად შემოგდებული "უტკაც" შეიძლება იყოს" – აღნიშნა ხაბაზი.
სოზარ სუბარის განცხადებით, ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს წყარომ აცნობა, რომ ივანიშვილზე თავდასხმა მისი რომელიმე რეგიონში ყოფნისას იგეგმებოდა.
