თბილისსა და ვაშინგტონს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართება
თბილისსა და ვაშინგტონს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართება
14:51 12.04.2012
აშშ-ის საელჩოში ელჩი ჯონ ბასი დღეს თბილისსა და ვაშინგტონს შორის ვიდეოკონფერენციას უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოპოზიციის ლიდერები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები. ისინი საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების საკითხებს განიხილავენ. ოპოზიციის ლიდერები წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო კოდექსსა და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში” შეთავაზებულ ცვლილებებზე ისაუბრებენ.
ვიდეოკონფერენცია ვაშინგტონში მომავალი კვირისთვის დაგეგმილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მოსამზადებელი ეტაპია. სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თომას მელია.
დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთია იმ ოთხი სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შეიქმნა.

ბეჭდვა