კახა კუკავა ნინო ბურჯანაძესთან კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს
კახა კუკავა ნინო ბურჯანაძესთან კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს
13:47 12.04.2012
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მიერ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „თავისუფალი საქართველო“ მოძრაობასთან კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს.  ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დღეს განაცხადა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „დემოკრატიული მოძრაობა“ ინტენსიურად განიხილავს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ლოგიკური იქნება თუ გადაწყვეტილებას მიიღებს და ერთად შევქმნით კოალიციას და საარჩევნო ბლოკს“ - აღნიშნა კუკავამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
„ცნობილია, რომ 26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ნინო ბურჯანაძესთან ახლო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და ლოგიკური იქნება თუ არჩევნებში ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით“- განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა და დასძინა, რომ პარტიის წევრთა პოზიცია ბურჯანაძესთან და სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მიმართებაში იდენტურია.
„თავისუფალ საქართველოს“ მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე რაც უფრო ფართოდ და ერთიანად იქნება ოპოზიცია წარმოდგენილი, საზოგადოებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც მომგებიანი იქნება.

ბეჭდვა