„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ 9 აპრილის მემორიალთან მომხდარზე ბრიფინგს გამართავს
„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ 9 აპრილის მემორიალთან მომხდარზე ბრიფინგს გამართავს
10:34 12.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები, 9 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის წინ ბრიფინგს გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, მოძრაობის წევრები ინციდენტს შეაფასებენ და ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებას მოსთხოვენ.
მათი განცხადებით, 9 აპრილის მემორიალთან ეროვნული გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მისული ორგანიზაციის წევრებზე გენადი კეკელიასა და მანანა გაბელიაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მხრიდან თავდასხმა განხორციელდა.
„მომხდარს ადამიანის უფლებების დარღვევად, ხალხის დაცინვად და ეროვნული გმირების შეურაცხყოფად ვაფასებთ. ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს და აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა ჩაატაროს“ - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ მანუჩარ სიგუამ.
9 აპრილს პარლამენტის წინ მხოლოდ ეს ინციდენტი არ მომხდარა. მემორიალთან მისვლაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ხელი შეუშალეს „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრს ბესო ტაბატაძესაც.

ბეჭდვა