ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სხდომა ხვალ ჩატარდება
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სხდომა ხვალ ჩატარდება
19:44 11.04.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომისიიდან აცნობეს, სხდომაზე კომისიის წევრები რეგისტრატორთა მომზადების პროცესის დასრულებას და „კარდაკარის“ საპილოტე პროექტის მიმდინარეობას შეაჯამებენ.
კომისიის წევრები ასევე, პროექტ „კარდაკარის“ დაწყების ღონისძიებების დაგეგმვასა და საზოგადოების ინფორმირებულობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე იმსჯელებენ.

ბეჭდვა