მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს წინსვლა არ შეფერხდება
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს წინსვლა არ შეფერხდება
19:16 11.04.2012
პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მტრის ხრიკების მიუხედავად, საქართველოს წინსვლა არ შეფერხდება. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს საწარმო „დელტაში“ განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მტერი, შიდა ძალების საშუალებით ქვეყნის შერყევას გარედან ცდილობს. თუმცა, მისივე თქმით, ეს საქართველოს ხელს ვერ შეუშლის.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ისეთ პირობებსა და საფრთხეებშია, რომ შეუძლებელია ის 5-ჯერ და 6-ჯერ უფრო ძლიერი ქვეყანა არ გახდეს, ვიდრე ნებისმიერი საშუალო ეროპული ქვეყანა.

„ძალიან მაგრები უნდა ვიყოთ, რათა ქვეყანა წინ წავიდეს. ეს ჩვენი ამოცაანა და ჩემი ამბიციაა. ეს ჩემი ფანტაზია არ არის“ - განაცხადა მან.

ბეჭდვა