გოგი თოფაძე ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგია
გოგი თოფაძე ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგია
18:27 11.04.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგია.
როგოც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთნ დაკავშირებით, კოალიციაში განსხვავებული აზრია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტიებთან მათი ინტერესების თანხვედრა არ ხდება.
„კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის სხვადასხვა ხედვაა, თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული რეჟიმის შეცვლაა“ - განაცხადა გოგი თოფაძემ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე ხელისუფლება იძულებული გახდება, ივანიშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს.
მისივე განცხადებით, მან არ იცის კონკრეტულად რა გზით მიიღებს ივანიშვილი მოქალაქეობას, თუმცა, ეს აუცილებლად კანონის ჩარჩოებში მოხდება.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივით, პარლამენტის წევრად შესაძლოა, აირჩეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის 21 წლის მოქალაქე, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში.

ბეჭდვა