აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმეთა განხილვის უფლებამოსილება ენიჭება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.
ახალი კანონპროექტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებულ წარმოებას ახორციელებს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოება დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესი. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ.
