პოლიტიკური პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ სრულუფლებიანი წევრი ხდება. ამის შესახებ განცხადება “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, კოალიციაში შესვლის პროცესის გაჭიანურება რომელიმე მხარის მერყეობას არ უკავშირდება. საბოლოო გადაწყეტილება ამის თაობაზე გუშინ იქნა მიღებული.
„მე ვარ ბიზნესმენი, ამიტომ კოალიციაში გაწევრიანების შემდეგ შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეიქმნას. ჩემს ბიზნესსაქმიანობას მომავალშიც გავაგრძელებ“ - განაცხადა თოფაძემ.
იგი აცხადებს, რომ კოალიციაში მათი გაერთიანების მიზანი არსებული რეჟიმის შეცვლაა.
მისივე თქმით, კოალიციაში გაწევრიანებზე თანხმობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციიის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.
