საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრი გოგა ხაინდრავა, საკონსტუტიციო ცვლილებების შესახებ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის წინადადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივად აფასებს.
„ეს კუბლაშვილის მცდელობაა თარგამაძის ხელით გააპრავოს სრული უკანონობა, გაუგებარია რას გულისხმობს ათი წელი და ევროკავშირის მოქალაქე ან რატომ მაინც და მაინც ევროკავშირის მოქალაქე, ამით სურთ ივანიშვილთან მიმართებაში დასავლეთან იმართლონ თავი“ - განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი პარტიაა. „ეს პროცესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც „იმედის“ დარბევის დროს თარგამაძე ტელევიზიიდან ირაკლი კოდუას მანქანით გაიყვანეს“ - აღნიშნა ხაინდრავამ.
როგორც ცნობილია, ქდმ-ს ინიციატივა პარლამენტში განიხილება, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში შევა ცვლილება და ევროკავშირის მოქალაქეს ისეთივე პოლიტიკური უფლებები მიენიჭება, როგორც საქართველოს მოქალაქეს.
