სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ რუსთავის №16 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა დაიწყო.
როგორც, „ნიუსპრესს“სამინისტროდან აცნობეს, ახალ საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემო შეიქმნება, გამარტივდება პროცედურული საკითხები, ამოქმედდება სწრაფი სერვისი. მოქალაქეებს საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან, რომლებიც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამას გაივლიან.
საზოგადოებრივ მისაღებში შესაძლებელი იქნება - მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება და განცხადების ჩაბარება.
დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.
საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა ქსნის №15 დაწესებულებასთანაც მიმდინარეობს, უკვე მოქმედებს პირველი საზოგადოებრივი მისაღები გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან.
