პრეზიდენტმა უმრავლესობასთან ლაზიკას მშენებლობასა და ნატოს სამიტზე ისაუბრა
პრეზიდენტმა უმრავლესობასთან ლაზიკას მშენებლობასა და ნატოს სამიტზე ისაუბრა
16:06 11.04.2012
პრეზიდენტთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრისას საუბარი შეეხო ლაზიკის მშენებლობის საკითხს, ასევე ბათუმსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე პროექტებს.
უმრავლესობის წევრთა განცხადებით, პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ნატოს სამიტზე, რომელიც სავარაუდოდ, 20–22 მაისს ჩიკაგოში გაიმართება.
უმრავლესობისა და პრეზიდენტის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა.

ბეჭდვა