კუბლაშვილი - პრეზიდენტთან შეხვედრაზე არჩვენებზე არ გვისაუბრია
კუბლაშვილი - პრეზიდენტთან შეხვედრაზე არჩვენებზე არ გვისაუბრია
15:55 11.04.2012
საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხლეს, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.  ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
მან ასევე დააზუსტა, რომ საარჩევნო თემატიკაზე საუბარი არ ყოფილა და მათ საზოგადოებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე იმსჯელეს.
„ძირითადი განსახილველი თემები იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე სოფლის მეუნეობის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება“ - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საპენსიო თვალსაზრისით და ასევე, საავადმყოფოების მშენებლობის კუთხით.
უმრავლესობისა და პრეზიდენტის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა.



ბეჭდვა