"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც საპენსიო პაკეტს უკავშირდება, კენჭისყრის დროს საპარლამენტო
უმრავლესობის სამმა წევრმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრის სტენოგრამის თანახმად, ბაღათურიას ალტერნატივას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა - ლაშა თორდიამ, გოგი ლიპარტელიანმა და ენზელ მკოიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ "ქართული დასის" ლიდერის ალტერნატიული წინადადებები ჩააგდო, რომელიც მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას, ანუ 170 ლარამდე გაზრდას შეეხებოდა.
