ოპოზიციონერი ვიცე–სპიკერი პაატა დავითაია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აფხაზეთის
ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ქვედანაყოფების განლაგებასთან დაკავშირებით მკვეთრი რეაგირება მოახდინოს. ეს განცხადება დავითაიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში სპეცდანიშნულების ოთხი ქვედანაყოფი განლაგდება. "ეს სამხედრო ქვედანაყოფები გათვალისწინებულია მოიერიშე ქმედებებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა არაერთი შეთანხმება დაარღვია", – აღნიშნა დავითაიამ.
მისი შეფასებით, რუსეთი ყველანაირ ხელშკრულებას არღვევს, რაზეც საქართველოს საგარეო უწყებამ მკვეთრი რეაგირება უნდა მოახდინოს. დავითაიას თქმით, საგარეო უწყებამ განცხადება უნდა მიიღოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება მოახდინოს.
